აკადემიური სასწავლო ლაბორატორია

აკადემიური სასწავლო ლაბორატორია / Academic Learning Lab – ALL

აკადემიური სასწავლო ლაბორატორია (Academic Learning Lab – ALL) არის თანამედროვე საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მიზანია თითოეულ მოსწავლეს შეუქმნას გარემო, სადაც სწავლა საინტერესო, ეფექტური და შედეგზე ორიენტირებულია.

ჩვენ გვჯერა, რომ წარმატებული განათლება იწყება ინდივიდუალური მიდგომით. სწორედ ამიტომ ვმუშაობთ მცირე ჯგუფებში, ვიყენებთ თანამედროვე სასწავლო მეთოდებს და თითოეული მოსწავლის შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე მორგებულ პროგრამებს.

სასწავლო ცენტრმა ფუნქციონირება 2018 წლის სექტემბრიდან დაიწყო.

ჩვენს ცენტრში ბავშვებს, მოზარდებსა და ზრდასრულებს ვთავაზობთ უცხო ენების, მათემატიკისა და მენტალური არითმეტიკის კურსებს, რომლებსაც უძღვებიან კვალიფიციური და გამოცდილი პედაგოგები. აქტიურად ვთანამშრომლობთ კომპანიებთანაც ინგლისური და რუსული ენების სწავლების მიმართულებით.

ჩვენი მიზანი მხოლოდ ცოდნის გადაცემა არ არის – ჩვენ ვეხმარებით მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნების, თავდაჯერებულობის, კომუნიკაციისა და დამოუკიდებელი სწავლის უნარების განვითარებაში, რაც მათ წარმატებას როგორც აკადემიურ, ისე პროფესიულ გზაზე განაპირობებს.

Academic Learning Lab – ეს არის ადგილი, სადაც სწავლა შესაძლებლობად იქცევა, ხოლო თითოეული წარმატება ახალი განვითარების დასაწყისია.