თანამედროვე ბიზნესგარემოში ინგლისური ენის ცოდნა წარმატებული კომუნიკაციისა და პროფესიული განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. სწორედ ამიტომ, Academic Learning Lab კომპანიებს სთავაზობს კორპორაციულ ინგლისურის კურსებს, რომლებიც სრულად არის მორგებული თანამშრომლების საჭიროებებსა და ორგანიზაციის მიზნებზე.
სასწავლო პროგრამის დაწყებამდე თითოეული მონაწილე გადის ცოდნის დონის შეფასებას, რომელიც მოიცავს წერით ტესტსა (Placement Test) და სასაუბრო ინტერვიუს (Speaking Assessment). მიღებული შედეგების საფუძველზე ყალიბდება თანაბარი ცოდნის დონის ჯგუფები, რაც უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის ეფექტიანობას.
სწავლება შესაძლებელია უშუალოდ კომპანიის ოფისში, რაც თანამშრომლებისთვის დამატებით კომფორტს ქმნის და დროის ეფექტიან გამოყენებას უწყობს ხელს.
პროგრესის ობიექტურად შესაფასებლად პროგრამის დასაწყისში და დასრულებისას ტარდება პრე- და პოსტტესტირება. გარდა ამისა, სასწავლო პროცესის განმავლობაში დამკვეთს რეგულარულად მიეწოდება შუალედური პროგრეს-რეპორტები, რაც საშუალებას იძლევა, მუდმივად შეფასდეს სწავლების შედეგიანობა.
ჩვენს კორპორაციულ ტრენინგებს წარმატებით ვანხორციელებთ არა ერთ ორგანიზაციაში.
ჩვენი პარტნიორები არიან: თბილი სახლი, ბაუმერი, ISSI PARI, Evolution Georgia, DHL, Upgaming, ფოლადის სახლი, თბილისი მედიკი, ტრანსპორტერი, ASB საქართველო.
თუ გსურთ, თქვენს კომპანიაში ინგლისური ენის კურსი თანამშრომლების საჭიროებებსა და სამუშაო სპეციფიკაზე მორგებული პროგრამით დაიგეგმოს, დაგვიკავშირდით და სიამოვნებით შეგირჩევთ თქვენთვის საუკეთესო ფორმატს.
საკონტაქტო მეილი: info@all.edu.ge
